ერაყში ქორწილში ტერაქტი მოაწყვეს

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში 20 აგვისტოს ქორწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის მსგავსი ერაყშიც მოხდა

561340
ერაყში ქორწილში ტერაქტი მოაწყვეს

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში 20 აგვისტოს ქორწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის მსგავსი ერაყშიც მოხდა.

დედაქალაქ ბაღდათის სამხრეთში, ქორწილში ასევე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს პირველადი მონაცმებით 15 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც კალაშნიკოვი და ხელყუმბარაც იქნა გამოყენებული, 26 ადამიანი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები ხუთნი იყვნენ, მათგან ერთმა თავი აიფეთქა, სამი უსაფრთხოების ძალების წარმომდგენლებმა მოკლეს, ერთმა კი გაქცევა მოახერხა.

თავდამსხმელებიდან ზოგს სამხედრო ფორმა, ზოგს კი სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა.   


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ქორწილი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები