იდლიბთან რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

მასში მყოფთა ბედი უცნობია

542465
იდლიბთან რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დღეს, სირიის ქალაქ იდლიბის მახლობლად, ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა რუსეთის კუთვნილი  Mi-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა ალეპოელებს და იქიდან ბრუნდებოდა.

ამავე ცნობით ვერტმფრენში ეკიპაჟის 3 წევრი და კიდევ 2 ჯარისკაცი იმყოფებოდა, რომელთა ბედის შესახებაც ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ მოეპოვებათ.

ამ დროს რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა El Nusra-მ აიღო და პილოტების სავარაუდო დაღუპვის დამადასტურებელი ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა.

თვით სირიიდან მიღებული ცნობებით, ალეპოს იმ რეგიონებში, რომლის კონტროლი ოპოზიციის ხელშია, ალყაშემორტყმულ მდგომარეობაშია 300 ათასამდე ადამიანი, ხოლო ელ ნუსრა კი ცდილობს ალეპოს სამხრეთით ალყის გარღვევას და ამ მიზნით მორიგი შეტევა დაიწყო ესადის ძალებზე, თუმცა ბოლო ცნობებით სამთავრობო ძალებმა შესძლეს ელ ნუსრას შეტევის მოგერიება



მსგავსი ინფორმაციები