8 სამხედროსთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი გრძელდება

ფეტოს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ვერტმფრენით საბერძნეთში გაქცეულ 8 სამხედროსთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი გრძელდება

534376
8 სამხედროსთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი გრძელდება

ფეტოს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ვერტმფრენით საბერძნეთში გაქცეულ 8 სამხედროსთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი გრძელდება.

მეამბოხე სამხედროები ბერძენი პოლიციელების თანხლებით დღეს დედეაღაჩის სასამართლოში გადაიყვანეს.

გზაზე და სასამართლოს გარშემო უსაფრთხოების მკაცრი ზომები გაატარეს და სამხედროებს ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ჩააცვეს.

ეჭვმიტანილების სასამართლოში შესვლის დროს ერთ-ერთმა თურქმა მოქალაქემ თავისი რეაქციის გამოსახატავად სამხედროებს მეამბოხე დ მკვლელები უწოდა.

სასამართლო პროცესისათვის თურქეთიდან ჩასულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სამხედროებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ და ამასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ.

მეამბოხე სამხედროების საბერძნეთში არალეგალურად შესვლისა და უნებართვოდ საჰაერო ტრანსპორტის გამოყენების ბრალდებით გასამართლება გრძელდება.

თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ვერტმფრენმა საგანგებო დაშვების სიგნალი გაუშვა და სამხედროები ქალაქ დედეაღაჩში 16 ივლისს შაბათს შევიდნენ.

რვა სამხედრო, რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მეამბოხე სამხედროების პირველი სასამართლო პროცესი დედეაღაჩის სასამართლოში სამშაბათს გაიმართა.

ადვოკატების მოთხოვნით პროცესი დღეისათვის გადაიდო.

8 სამხედრო უსაფრთხოების გამო ფერეჯიკის საპატიმროდან კავალაში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები