ამერიკამ ახალი წინადადება შესთავაზა რუსეთს

“ერთად ვიმოქმედოთ სირიაში“

529724
ამერიკამ ახალი წინადადება შესთავაზა რუსეთს

ამერიკული გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ამ ქვეყანამ რუსეთს სირიაში სამხედრო სფეროში ერთობლივი თანამშრომლობა  და ამ მიზნით ერთობლივი სამეთაურო ცენტრის შექმნა შესთავაზა.

ამავე სტატიით ეს ცენტრი იორდანიის დედაქალაქ ამმანში შეიძლება შეიქმნას და აქ რუსი და ამერიკელი სამხედროები ერთად და კოორდინირებულად იმოქმედებენ რა, ერთიანი სტრატეგიით დამომბავენ  DEAŞ-ის და El Nusra-ს სამიზნეებს.

სტატიისვე მიხედვით ამერიკის ამ 8 ფურცლიან წინადადებაში ესადის ფორმირებები მხოლოდ იმ ადგილებს დაესხმიან თავს, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრავენ ამერიკელი და რუსი სამხედროები.

გარდა ამისა ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, სირიის რეჟიმზე თავისი ზეგავლენა გამოიყენოს და თავისი წვლილი შეიტანოს აქ გარდამავალი პროცესის დამყარებაში.

თეთრი სახლის პრეს სპიკერის, ჯონ ეარსტის განცხადებით ამ წინადადებების განხილვის მიზნით დღეს მოსკოვს ჩავა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და შეეცდება ამ წინადადებების მიღებინებას.

ეარნესტმა უსაფუძვლო უწოდა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს და ამერიკა და რუსეთი აქამდე კარგა ხანია თანამშრომლობდნენ სირიაში განხორციელებულ  სამხედრო ოპერაციებში    



მსგავსი ინფორმაციები