სირიაში იძულებით ადგილნაცვალი გახდა სულ 13 მილიონამდე კაცი

აქედან 5 მილიონზე მეტმა უცხოეთს შეაფარა თავი

515273
სირიაში იძულებით ადგილნაცვალი გახდა სულ 13 მილიონამდე კაცი

ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული ლტოლვილთა ანგარიშის მიხედვით, სირიაში მიმდინარე 5 წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი გახდა სულ 13 მილიონამდე სირიელი, აქედან 5 მილიონზე მეტმა უცხოეთს შეაფარა თავი რა, მათგან 50%-ზე მეტი ბავშვები, 35% ქალები და 15% კი მამაკაცები არიან.

ყველაზე მეტი, 1,9 მილიონი სირიელი ლტოლვილი თურქეთში ცხოვრობს და ამათგან 450 ათასი ბავშვი, 270 ათასი ქალია.

1,7 მილიონი სირიელი კი ლიბანში ცხოვრობს და მათგან 570 ათასი ბავშვია, 190 ათასი ქალი.

1,4 მილიონი სირიელი აფარებს თავს იორდანიას, ნახევარი მილიონი ერაყს და 270 ათასი კი ეგვიპტეს.

კიდევ 40 ათასი სირიელი მაღრიბის ქვეყნებს აფარებს თავს.

თვით სირიაში სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას ელის 4,5 მილიონი ადამიანი, აღნიშნულია ხსენებული ორგანიზაციის ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები