აზერბაიჯანი სამხედრო წვრთნებს განაგრძობს

წვრთნები ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კასპიის ზღვაში იმართება

513832
აზერბაიჯანი სამხედრო წვრთნებს განაგრძობს

აზერბაიჯანის გენშტაბის მეთაურობით დაწყებული სამხედრო წვრთნები 23 ივნისამდე გაგრძელდება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკის  ზაქირ ჰასანოვის მეთვალყურეობით  დაწყებულ წვრთნებში 25 ათასი სამხედრო პირი, 300-ზე მეტი ტანკი, 100-ზე მეტი სარაკეტო სისტემა, 40 საბრძოლო თვითმფრინავი, 30 საჰაერო თავდაცვის სისტემა  და საზღვაო ქვეითთა ბრიგადა იღებს მონაწილეობას. წვრთნები ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კასპიის ზღვაში იმართება.



მსგავსი ინფორმაციები