სირიაში, მუჰამედ ალლუში გადადგა

სირიაში, ჩეიშულ ისლამის არმიის ლიდერი და ოპოზიციონერთა მოლაპარაკებების უმაღლესი კომიტეტის ლიდერი გადადგა თანამდებობიდან

500178
სირიაში,  მუჰამედ ალლუში გადადგა

სირიაში, ჩეიშულ ისლამის არმიის (ისლამური არმია) ლიდერი და ოპოზიციონერთა მოლაპარაკებების უმაღლესის კომიტეტის (MYK) მთავარი მიმომხილველი მუჰამედ ალლუში, გადადგა თანამდებობიდან.  

გადადგომის არგუმენტად დაასახელა სახელმწიფოში, 5 წელზე მეტია მიმდინარე შიდა ომის დასრულებისთვის წარმართული სამშვიდობო შეხვედრების წარუმატებლად დასრულება. ალლუშმა გაეროს მხარდაჭერით წარმართულ შეხვედრებს „დროის დაკარგვა“ უწოდა, რომლის შედეგსაც არ მოჰყოლია არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტა და სირიელების ცხოვრების პირობების გაიოლება.

როდის დაიწყება მორიგი ჟენევის შეხვედრები, ჯერ არ არის ცნობილი.

მოლაპარაკებების უმაღლესმა კომიტეტმა, გასულ თვეში, შეაჩერა სამშვიდობო შეხვედრებში მონაწილეობა.

ისიც დაამატა, რომ, გაეროს სირიის სპეციალურ წარმომადგენელს სტეფან დე მისტურას, 2,3 კვირაში შეხვედრების დაწყების მსგავსი გეგმა არ გააჩნია.

სირიაში, 2011 წელში, რეჟიმის საწინააღმდეგო ამბოხებით დაწყებულ შიდა ომში, დღემდე დაიღუპა 280 ათასი ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა მილიონობით ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები