ერაყის არმია ფელლუჯაშია

ერაყის არმია, სამი მიმართულებით შევიდა ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის კონტროლში მოქცეულ ქალაქ ფელლუჯაში

500287
ერაყის არმია ფელლუჯაშია

ერაყის არმიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძალები და რეგიონის აშირეთი დაჯგუფებები, საერთაშორისო კოალიციური ძალების საჰაერო მხარდაჭერით, სამი მიმართულებით, შევიდნენ ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის კონტროლში მოქცეულ ქალაქ ფელლუჯაში.

ენბარის, საოლქო საკრებულოს უსაფრთხოების კომისიის წევრის რაჯი ბარაქათის ცნობით, ფელლუჯას გამოხსნით ოპერაციაში ჩართულმა დაჯგუფებებმა, დილის საათებში სამი ფრთიდან მოახერხეს ქალაქში შესვლა. წინ მიიწევენ ქალაქის სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ფრთიდან.  

ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-მა, შეფერხების და ქალაქში შესვლის შეჩერების მიზნით, თავდასხმა დაიწყო ნაღმით დატვირთული მანქანებით, არტილერიით და კატიუშის რაკეტებით.

ფელლუჯას, ტერორისტებისგან გამოხსნის მიზნით, გასულ კვირას დაიწყო სამხედრო ოპერაცია.



მსგავსი ინფორმაციები