სირიაში ესადის რეჟიმი თავდასხმებს აგრძელებს

ამასობაში ოპოზიციამ დროებითი პრემიერი აირჩია

492269
სირიაში ესადის რეჟიმი თავდასხმებს აგრძელებს

სირიიდან მიღებული ცნობებით ესადის რეჟიმის ძალებმა რაკეტები ესროლეს იდლიბის მახლობელ ბადამას დასახლებას, რის შედეგადაც 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 დაიჭრა, რომლებიც საველე ჰოსპიტალებში გადაიყვანეს.

ამავე ცნობით ალეპოს გარეუბან სუკკერშიც მსგავს თავდასხმას 8 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან, ხოლო 15 დაიჭრა.

დანგრეული ბინების ქვეშ დარჩენილი ადამიანების ხსნის მიზნით კი სამაშველო საქმიანობები გრძელდება.

ამასობაში სირიის ოპოზიციამ და რევოლუციური ძალების ეროვნულმა კოალიციამ ქვეყნის დროებით პრემიერად ჯევად ებუ ჰატაბი აირჩია და მასვე დაავალა ახალი კაბინეტის შექმნა    



მსგავსი ინფორმაციები