რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ

რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ

484452
რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ

რუსეთი და აშშ, სირიის ქალაქ, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „სირიის ქალაქ, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსკოვთან შეთანხმებას მივაღწიეთ.“ შეთანხმება ძალაში სირიის დროით 00:01-ზე შევიდა.  აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ რეგიონის გარკვეულ ნაწილებში შეტაკებების ხმა ისმის, მაგრამ ზოგადად მაინც სიმშვიდეა.“  მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ  მათი სურვილი სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაა.   



მსგავსი ინფორმაციები