ერაყის არმია შეტევაზე გადადის

მათ კონტროლზე აიყვანეს ჰადისე-ჰიტის რეგიონები

482979
ერაყის არმია შეტევაზე გადადის

როგორც განაცხადა ერაყის არმიის ელ ჯეზირეს ოპერაციების მეთაურმა ალი იბრაჰიმმა, კოალიციური ჯარების დახმარებით მათ ჯერ ალყა შემოარტყეს ენბარის ვილაიეთში მდებარე ჰადისეს რაიონს, შემდეგ კი შეტევაზე გადავიდნენ და ისლამურ სახელმწიფოს წაართვეს ჰადისედენ ჰიტის რაიონამდე არსებული ტერიტორიები, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წელს აიყვანა კონტროლზე.

მისივე თქმით ერაყის არმია კოალიციის დახმარებით გააგრძელებს წინსვლას და მის წინ კოალიციის ბომბდამშენები მასიურად ბომბავენ რამადის ჩრდილოეთში მდებარე ელბუ ასსაფის რეგიონს და გუშინდელი დაბომბვების დროს ლიკვიდირებულ იქნა 15 ტერორისტი, ხოლო კიდევ 14 ტერორისტი კი ფელლუჯას დასავლეთში მდებარე ელ ფელლაჰატის რეგიონში იქნა მოკლული



მსგავსი ინფორმაციები