დაიწყება ინტენსიური განხილვის პროცესი

აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტის ალი ჰასანოვის ცნობით, მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით, გადავლენ ინტენსიურ განხილვის პროცესზე

473354
დაიწყება ინტენსიური განხილვის პროცესი

აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტის ალი ჰასანოვის ცნობით, მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით, გადავლენ ინტენსიურ განხილვის პროცესზე.

ალი ჰასანოვმა შეფასება მისცა აზერბაიჯან-სომხეთის საკონტაქტო ხაზზე მომხდარ უკანასკნელ კონფლიქტს და შედეგებს.

აღნიშნა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანის მხარემ, ეუთოს (AGİT) მინსკის ჯგუფის მოწოდების შესაბამისად გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა და მსოფლიოს დაანახვა, რომ აზერბაიჯანი მხარს არ უჭერს სისხლის ღვრას და ომს. მისი ცნობით, სომხეთის მხარემ მძიმე დანაკარგების და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, გააგრძელა თავდასხმები, რასაც სათანადო პასუხი მიაგო აზერბაიჯანის სამხედრო არმიამ.

ჰასანოვმა შეფასება მისცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ ვითარებასაც. აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის, დაჟინებული მცდელობით, უკანასკნელ პერიოდში, საკითხის გადაწყვეტის პროცესმა იმპულსი შეიძინა და უმოკლეს დროში დაიწყება ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი.



მსგავსი ინფორმაციები