რომის პაპი სირიელ დევნილებს შეხვდა

მან 12 სირიელი ვატიკანში წაიყვანა

472408
რომის პაპი სირიელ დევნილებს შეხვდა


დევნილთა პრობლემებისათვის მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მიქცევისა და მათდამი სოლიდარობის გამოჩენის მიზნით ეგეოსის ზღვაში მდებარე საბერძნეთის კუთვნილ კუნძულ მიდილლის (ლესბოსი) ესტუმრა კათოლიკური სამყაროს ლიდერი, რომის პაპი ფრანცისკა, რომელსაც პრემიერ ალექსის ციპრასთან ერთად ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი, ათენის მთავარი ეპისკოპოსი ლერონიმოსიც და კიდევ მრავალი სასულიერო პირი და პოლიტიკოსიც ახლდა.

დევნილთა ამ ბანაკს მორია ჰქვია და მასში 4 ათასამდე სირიელი ლტოლვილია განთავსებული.

“თქვენ ამ ქვეყნად მარტონი არ ხართ, ნუ დაკარგავთ იმედს“, აი ასეთი შინაარსის იყო პაპის ამ ვიზიტის მთავარი მესიჯი.

მან 1 საათი დაჰყო ლტოლვილებთან და მოისმინა მათი პრობლემები, რის დასრულების შემდეგ მან ხელი მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც ლტოლვილთა კრიზისის შეჩერებისათვის საერთაშორისო შეთანხმების დადება ითხოვება.

ფრანცისკამ თანმხლებ პირებთან ერთად ეგეოსის ზღვაში დაღუპულ ლტოლვილთა სულის საპატივსაცემოთ ყვავილების გვირგვინები გადააგდო ამ ზღვაში, ხოლო იტალიაში დაბრუნებისას თან წაიყვანა 12 სირიელი, რომელთა თავშესაფარი ამიერიდან ვატიკანი იქნება



მსგავსი ინფორმაციები