სირიელები კვლავ თურქეთისკენ გამორბიან

თურქეთის საზღვრის მახლობლად ახლიდან გაცხარდა ბრძოლები

471633
სირიელები კვლავ თურქეთისკენ გამორბიან

თურქეთი კიდევ ერთხელ დგება ლტოლვილთა ახალი ნაკადის პირისპირ, რადგან, სირიის ჩრდილოეთში აზეზ-ჯერაბლუსის ფრონტზე, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს თურქეთის საზღვართან, თავისუფალი სირიის არმიის წინსვლის საპასუხოდ DAEŞ-ი თავს ესხმის იგდესა და მუკავემეში მოქმედ ძალით დევნილთა ბანაკებს, რის გამოც ამ ბანაკებში განთავსებული 15 ათასი დევნილი უკვე თურქეთისაკენ დაიძრა.

მაგრამ, თურქეთში უკვე აღარ არის თავისუფალი ბანაკები და ამიტომ ახალი დევნილები თურქეთის მოსაზღვრე იმ სირიულ ტერიტორიებზე განათავსეს, რომლებიც უფრო უსაფრთხონი არიან.

თვით ხსენებულ დასახლებებში კი ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს და თავისუფალი სირიის არმიის 23 დაჭრილი წევრი სამკურნალოდ თურქეთში გადმოიყვანეს და ისინი ქალაქ ქილისის საავადმყოფოში დააწვინეს, ხოლო 3 ყველაზე მძიმედ მყოფები კი გაზიანთეფის საავადმყოფოში გადააგზავნეს



მსგავსი ინფორმაციები