ნათანიაჰუ აბასის მიწვევა

ისრაელის პრემიერმა, სიურპრიზულად, მიიწვია შეხვედრისთვის, პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბბასი,

464801
ნათანიაჰუ აბასის მიწვევა

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანიაჰუმ, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ტელევიზიით მოხსენებაში, სიურპრიზულად მიიწვია შეხვედრისთვის პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბბასი, რომელსაც მასთან შეხვედრა სურდა.

მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათანიაჰუ წერდა:- "დღის წესრიგი განვტვირთე. როცა მოესურვება შეუძლია მოსვლა, მე აქ ვიქნები“.

გასულ კვირას, ისრაელის ტელევიზიაში მოხსენებით გამოსვლისას, მაჰმუდ აბასმა კი, განაცხადა, რომ ნათანიაჰუს შეუძლია შეხვდეს როცა მოესურვება. სანამ ცოცხალია სურს მშვიდობის ნახვა. ხელს უწვდის ნათანიაჰუს, იმიტომ, რომ სწამს მშვიდობა.

აბასს, აღნიშნული ჰქონდა, რომ ძალადობა შეწყდება, ისრაელ-პალესტინის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელახლა დაწყების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ-პალესტინის ხელისუფლების სამშვიდობო მოლაპარაკებები, აშშ-ის შუამდგომლობით, შეწყდა 2014 წელში.



მსგავსი ინფორმაციები