სომხეთ აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე მომხდარს მსოფლიო გამოეხმაურა

მეორეს მხრივ ამ საკითხთან დაკავშირებით და რეგიონში განვითარებული მოვლენების განსახილველად მინსკის ჯგუფის თავჯდომარეები 5 აპრილს ვენაში შეხვედრას გამართავენ

463656
სომხეთ აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე მომხდარს მსოფლიო გამოეხმაურა

აზერბაიჯან-სომხეთის ფრონტის ხაზზე მომხდარი შეტაკების შედეგად 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარის შემდეგ ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მხარეებს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ამ ფაქტის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "მხარეებს მოვუწოდებ მტრული ნაბიჯები დაუყონებლივ შეწყვითონ და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს დაემორჩილონ." მომხდარს ასევე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდიც გამოეხმაურა და იგი აცხადებს, რომ მხარეებმა ცეცხი დაუყონებლივ უნდა შეწყვიტონ რათა სამოქალაქო პირები ნუღარ შეეწირებიან ამ ფაქტს, მისივე თქმით ასეთი მტრული ქმედება ორივე მხარისთვის საზიანო იქნება. აზერბაიჯან-სომხეთის ფრონტის ხაზზე მომხდარს ასევე საფრანგეთის, ლიტვის, ესტონეთის და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს. მეორეს მხრივ ამ საკითხთან დაკავშირებით და რეგიონში განვითარებული მოვლენების განსახილველად მინსკის ჯგუფის თავჯდომარეები 5 აპრილს ვენაში შეხვედრას გამართავენ.



მსგავსი ინფორმაციები