ერაყის არმია შეტევაზე გადავიდა

მათ ისლამურ სახელმწიფოს რამდენიმე დასახლება წაართვეს

458838
ერაყის არმია შეტევაზე გადავიდა


მათ ისლამურ სახელმწიფოს რამდენიმე დასახლება წაართვეს

ერაყის არმიის განცხადებით ქალაქ მოსულის ისლამური სახელმწიფოსგან განთავისუფლების მიზნით დაწყებული ოპერაციის ფარგლებში სამთავრობო ძალებმა სირიის საზღვართან მდებარე სინჯარის რეგიონი აიღეს და მისი კონტროლი გადასცეს იეზიდებს და ადგილობრივი ტომების ბელადებს. სწორედ ამ რეგიონიდან უკავშირდებოდნენ ერთმანეთს ერაყელი და სირიელი ტერორისტები. ამავე ცნობით ამის პარალელურად მთლიანად იქნა განთავისუფლებული ასევე ქვეყნის დასავლეთში მდებარე ენბარის ვილაიეთის ქუბეისეს დასახლებაც, სადაც განაღმვითი სამუშაოები უკვე დასრულდა და სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებების თავზე კვლავ ერაყის სახელმწიფო დროშა ააფრიალეს



მსგავსი ინფორმაციები