სომხები და ბერძნები ანტი თურქულ პოზიციებზე დგომას აგრძელებენ

ისინი 1915 წლის მოვლენებს გენოციდად თვლიან

453468
სომხები და ბერძნები ანტი თურქულ პოზიციებზე დგომას აგრძელებენ

ათენში ვიზიტად მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერ სარქისიანმა და მისმა მასპინძლებმა, საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფი პავლოპულოსმა და პრემიერმა ციპრასმა ანტი თურქული მესიჯები გაავრცელეს, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა ოფიციალური ანკარა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს წარმომადგენლის თანჟუ ბილგიჩის განცხადებით ეს არის ორი ქვეყნის მტრული, ცილისმწამებლური და ავადმყოფური მიდგომა თურქული იდენტობისთვის, რომლის მიღებაც შეუძლებელია.

“თურქეთი და თურქი ერი, ორი მეზობელი ქვეყნის უკანონო, რეალობას მოწყვეტილ, ცალმხრივ და ავადმყოფურ ისტორიულ სოლიდარობას არავითარ შემთხვევაში არ მიუდგება გაგებით და პატივისცემით“, ხაზგასმით აღნიშნა ბილგიჩმა.

სარქისიანმა და ციპრასმა 15 მარტს ათენში გავრცელებულ მესიჯში 1915 წლის მოვლენებს გენოციდი უწოდეს



მსგავსი ინფორმაციები