ჟენევაში სირიის მოლაპარაკებები გრძელდება

მისტურა ესადის რეჟიმის დელეგაციას შეხვდა

452100
ჟენევაში სირიის მოლაპარაკებები გრძელდება

დღეს ჟენევაში სირიის მოლაპარაკებების ფარგლებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა ესადის რეჟიმის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რეჟიმის წარმომადგენელმა ბეშარ ჯაფერიმ თქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს საკამათოდ არ გამოიტანენ. მისივე თქმით, თუ პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადავლენ ოპოზიციურ ძალებთან, მაშინ, ისინი “გეისულ ისლამის“ ლიდერს მუჰამმედ ალლუშს არავითარ შემთხვევაში არ შეხვდებიან.

“რუსეთის მხრიდან სირიიდან თავისი სამხედროების ნაწილობრივ გაწვევა ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა და თუ მთლიანი გაყვანის დადგენილებას მიიღებენ, ესეც პუტინის და ესადის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება“, განაცხადა ჯაფერიმ.

მისტურას თანაშემწემ რემზი ეზზელდინმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში დადებითი პროცესი მიმდინარეობს და ლავროვის და კერის შეხვედრამ შეიძლება ბოლო წერტილი დაუსვას კიდეც სირიის ტრაგედიას



მსგავსი ინფორმაციები