გრძელდება კვიპროსის კონფლიქტის მოგვარებისთვის მოლაპარაკებები

ჩკთრ პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ, მიიღო გაეროს გენერალური მდივნის კვიპროსის სპეციალური მრჩეველი, ესპენ ბართ ეიდე

448676
გრძელდება კვიპროსის კონფლიქტის მოგვარებისთვის მოლაპარაკებები

გრძელდება კუნძულ კვიპროსის კონფლიქტის მოგვარებისთვის მოლაპარაკებები.

ჩკთრ პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ, მიიღო გაეროს გენერალური მდივნის კვიპროსის სპეციალური მრჩეველი, ესპენ ბართ ეიდე.

ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ეიდეს განცხადებაში გამოიკვეთა აქინჯისთან შეხვედრის თემა, რომელიც მოლაპარაკებების მომდევნო საკითხების ვითარებას შეეხებოდა.

ერთ-ერთი კითხვის პასუხად ეიდემ განაცხადა, რომ გუზელიურტის საკითხი არ შევა ლიდერების დღეისთვის გათვალისწინებული შეხვედრის დღის წესრიგში. მიწის საკითხის ბოლო ეტაპში განხილვისთვის კი, ორივე მხარემ მიიღო შეთანხმება. ამჟამინდელი შეხვედრა არ ითვალისწინებს მსგავს მუხლს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად, კვიპროსის ადმინისტრაციას გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ „თუ არ იქნება გუზელიურტი, არ იქნება შეთანხმებაც“.

ბერძნების მთავრობის წარმომადგენელს კი, წამოყენებული ჰქონდა წინადადება, რომ საკითხი განიხილება ლიდერთა პირველ შეხვედრაზე.

ჩკთრ პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ, უარყოფითი რეაქცია გამოთქვა ხსენებული განცხადებების მიმართ და აღნიშნა, რომ მიწის საკითხის უკანასკნელ ეტაპში განხილვასთან დაკავშირებით მიღებული აქვთ შეთანხმება.



მსგავსი ინფორმაციები