სირიაში მორატორიუმი 27 თებერვლიდან დაიწყება

ამის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და ამერიკამ მიაღწიეს

437600
სირიაში მორატორიუმი 27 თებერვლიდან დაიწყება

აშშ-მ და რუსეთმა ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე და იგი 27 თებერვალს, ე.ი. შაბათიდან შევა ძალაში.

ამავე განცხადებით მორატორიუმი არ შეეხება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების DEAŞ-ის და El Nusra-ს და კიდევ იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციებს, რომლებსაც გაერო ტერორისტულად აღიარებს.

მორატორიუმის დეტალები დააკონკრეტეს ობამამ და პუტინმა სატელეფონო საუბარში.

რუსეთ ამერიკას შორის მიღწეულ ამ შეთანხმებას დადებითად გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის პრეს მდივანი სტეფან დუჟარრიჯი, რომლის თქმითაც სირიის მოსახლეობა დიდი ხანია რაც ელოდა ამ ნანატრ შეთანხმებას, რომელიც მათთვის იმედის შუქი შეიძლება გახდეს.

ამის პარალელურად გაეროს კომისიამ სირიის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეს ქვეყანა “დაშლის ზღვარზეა“, ხოლო DEAŞ-ი და ესადის რეჟიმი კი კაცობრიობის წინააღმდეგ ომის დანაშაულს ჩადიან.

გაერო ამ ანგარიშში მსოფლიოს მოუწოდებს, შეწყვიტონ სირიაში მებრძოლი მხარეებისათვის იარაღის მიწოდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მორატორიუმის გამოცხადებისთანავე ბეშარ ესადმა საპარლამენტო არჩევნები13 აპრილისათვის დანიშნა.

ბოლო არჩევნები ამ ქვეყანაში 2012 წელს შესდგა



მსგავსი ინფორმაციები