აპატურაი აზერბაიჯანშია
სტუმარი მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა
433567
ნატოს გენერალური მდივნის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის სპეციალური წარმომადგენელი, ჟამეს აპატურაი აზერბაიჯანშია. სტუმარი მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის საპრეზიდენტოს განცხადებით, ალიევ-აპატურაის შორის შეხვედრაზე განიხილა რუსეთთან და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები. მთიანი ყარაბაღის საკითხში მიღწეული ამჟამინდელი მდგომარეობა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ნატოს მიღებული დოკუმენტებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერაზე.
აპატურაიმ კი, გამოკვეთა, რომ აზერბაიჯანი არის ალიანსის სანდო თანაკომპანიონი და მადლობა გამოთქვა აზერბაიჯანის ნატოსთვის გამოჩენილი მხარდაჭერის გამო.