სირიაში რეჟიმის ძალები ბაირბუჯაკ თურქმენისა და ჯებელის რეგიონებზ

სირიაში რეჟიმის ძალები ბაირბუჯაკ თურქმენისა და ჯებელის რეგიონებზე თავდასხმებს განაგრძობენ

421263
სირიაში რეჟიმის ძალები ბაირბუჯაკ თურქმენისა და ჯებელის რეგიონებზ

სირიაში საბრძოლო თვითმფრინავებმა ლაზკიეს მთიან რეგიონში, ჯებელ ეკრადში, ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი დაბა ნაჯიე დაბომბეს. იმის გამო, რომ ბომბები სახლებს მოხვდა 2 ბავშვი დაიღუპა, 10 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რუსების მხარდაჭერით რეჟიმის ძალები ბაირბუჯაკ თურქმენისა და ჯებელის რეგიონებზე თავდასხმებს განაგრძობენ.

რუსეთის მიერ სირიაში განხორცილებული საჰაერო ოპერაციის შემდეგ ჰათაის დაბა იაილადაღის საზღვართან მდებარე იამადის ბანაკს თავი დახლებით 5 ათას 500-მა ადამიანმა შეაფარა.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსის“ ჟურნალისტთან საუბრისას მაღალი თანამდებობის პირებმა უარყვეს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საზღვრისკენ 40 ათასი ადამიანი მიემართება.

უფლებამოსილთა თქმით, ახლად გადმოსულებთან ერთად იამადის ბანაკში მცხოვრებთა რაოდენობა 14 ათასს მიუახლოვდა. მათივე განცხადებით, რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება გრძელდება პრემიერმინისტრის სამსახურის, აფადის ანუ საგანგებო სიტუაციათა და კატასტროფების სამსახურის, ასევე ჰათაის გუბერნატორის სამსახურის კოორდინაციით წარმოებული სამუშაოებით და ყველა გადაუდებელი მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია.

ჰუმანიტარულ სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაციები, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია და ასევე იუნისეფი უწევენ მხარდაჭერას. რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის მხარზე მოსახლეობის შესაძლო გადმოსვლის გამო საზღვარზე სარეგისტრაციო, ჯანმრთელობის, გადაუდებელი საჭიროებების, უსაფრთხოების პუნქტები გაიხსნა.

უფლებამოსილთა თქმით, თურქმენ დაღის ზოგიერთი სტრატეგიული წერტილი რეჟიმის ხელში გადავიდა, რითაც რეგიონში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა, თუმცა თურქმენ დაღის დაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები