ირანი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ

თეირანს რუსული სუხოები უნდა

372489
ირანი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ


როგორც განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეჰკანმა, ისინი აგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან “სუხოის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე.

მისივე თქმით რუსეთისგან ადრე შესყიდული გრძელ მანძილიანი S-300 ტიპის საჰაერო რაკეტებს, რომლებიც სანქციების გამო ვერ მიეწოდათ, ამ წლის ბოლოსათვის ჩაიბარებენ.

მინისტრი შეეხო რა დასავლეთთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას, თქვა, რომ ისინი ბოლომდის დაიცავენ მისით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ხოლო თუ დასავლეთი დაარღვევს შეთანხმებას, მაშინ, ისინი მკაცრ პასუხს გასცემენ მათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები