ეიდემ ოპტიმისტური განცხადება გაავრცელა

კვიპროსში სამშვიდობო პროცესი შეიძლება დადებითად მოგვარდეს

327169
ეიდემ ოპტიმისტური განცხადება გაავრცელა


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ესპენ ბარტ ეიდემ კუნძულ კვიპროსის დაპირისპირებულ მხარეებთან დასრულებული პირისპირი შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ წინა სამშვიდობო პროცესთან შედარებით ამჟამინდელი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და ორივე მხარის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის და სამხრეთ კვიპროსის ლიდერები უფრო იმედიანად არიან განწყობილნი ამჟამინდელი მოლაპარაკებებისადმი.

მუსტაფა აქინჩიც და ნიკოს ანასტასიადისიც ერთმანეთთან გაგების ატმოსფეროში მუშაობენ და ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რამეთუ ორივე მხარე გადაიღალა ათ წლობით მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებებისგან და მათ უნდათ ბოლო წერტილი დაუსვან, ე.ი. ხელიდან არ გაუშვან შექმნილი კეთილი ატმოსფერო, შეთანხმებით დაასრულონ კვიპროსის პრობლემა და ერთიანი სახელმწიფოებრიობით განაგრძონ გზა მომავლისაკენ, განაცხადა ეიდემ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები