მოგერინი თეირანშია

იგი გახდა პირველი ევროკავშირელი, რომელიც ეწვია ირანს

306842
მოგერინი თეირანშია


ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ დაასრულა ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთში და აქედან ირანს გადავიდა და იგი გახდა ევროკავშირის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია ამ ქვეყანას.

მოგერინი მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ. სწორედ ეს ორი პირი ხელმძღვანელობდა ბირთვულ საკითხზე ირან-დასავლეთს შორის წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს.

ზარიფის განცხადებით განიხილეს ირან-ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა საკითხები რა, კონსენსუსს მიაღწიეს ორ მხარეს შორის ზოგიერთ სფეროებში კავშირების აღდგენის საკითხებში.

მოგერინის თქმით კი ბირთვულ საკითხში მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ირან-დასავლეთს შორის ურთიერთობების დაწყება-გაფართოებას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები