თალიბანის გაფრთხილება DEAŞ-ს

ავღანელმა თალიბანებმა წერილით მიმართეს DEAŞ-ს და მოითხოვეს შორს დადგეს ავღანეთიდან.

307255
თალიბანის გაფრთხილება DEAŞ-ს

მაშინ, როცა ავღანეთში გააქტიურდა ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ი, ავღანელმა თალიბანებმა წერილით მიმართეს DEAŞ-ს და მოითხოვეს შორს დადგეს ავღანეთიდან.
როგორც აღნიშნავენ, მოწოდება გამოითქვა, მაშინ, როცა თალიბანის წევრებმა დაიწყეს DEAŞ-ში გაწევრიანება.
ოთხ გვერდიანი წერილი გაიგზავნა DEAŞ-ის ლიდერის ებუ ბექირ ელ ბაღდადის სახელზე, თალიბანის პოლიტიკური კომიტეტის თავჯდომარის მოლლა აქტარ მანსურის მხრიდან. აღინიშნა, რომ ავღანეთში ჯიჰადის მხარდამჭერი ქმედებებისთვის თანხმობა შესაძლებელია მხოლოდ თავისივე დროშის ქვეშ.
ზომიერი ენით დაწერილ ტექსტში, გამოიკვეთა შემდეგი:-”გაითვალისწინეთ ჩვენი რელიგიით მოძმეთა მოწოდება და გთხოვთ, ნუ ჩაერევით ავღანეთის შინაგან საქმეებში.
მაგრამ DEAŞ-ის ავღანეთის საქმეებში ჩარევით მოპოვებული წარმატებებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში იძულებული შეიქმნებიან დაპირისპირების.
როგორც იტყობინებიან DEAŞ-ს რომელსაც ბანაკები გაუშენებია ავღანეთის სხვადასხვა რეგიონებში, თალიბანების წევრებთან შეტაკება ჰქონია და დაღუპულა ათობით მილიტანი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები