თურქეთი სირიის შესახებ

უკანასკნელი შეტაკებების შემდეგ, თურქეთში შესული სირიელების რაოდენობამ მიაღწია 13.434-ს

301614
თურქეთი სირიის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველის თანჟუ ბილგიჩის განცხადებით, სირიის თელ აბიადის რეგიონში მომხდარი უკანასკნელი შეტაკებების შემდეგ, თურქეთში შესული სირიელების რაოდენობამ მიაღწია 13.434-ს.
ისიც აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით თურქეთის მიდგომა აშკარა და კონკრეტულია. ბილგიჩმა უპასუხა თურქეთიდან იარაღის და მებრძოლების გადასვლის იდეების შესახებ კითხვასაც. აღნიშნა, რომ ამ მიმართებით გამოთქმული იდეები ეს არის ცილისწამების კამპანიის ერთი ნაწილი.
DEAŞ-თან ბრძოლაში თურქეთი საერთაშორისო თანამშრომლობის ჩათვლით ყველანაირ ღონისძიებებს ატარებს და ეს ბრძოლა მიმდინარეობს მტკიცე გადაწყვეტილებით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები