ისრაელ-პალესტინის შეტაკება

ებრაულმა დაჯგუფებებმა, თავდასხმა განახორციელეს რეგიონში მცხოვრებ პალესტინელებზე.

279517
ისრაელ-პალესტინის შეტაკება

რადიკალურმა ებრაულმა დაჯგუფებებმა, რომლებიც 1967 წლის 17 მაისის იერუსალიმის ოკუპაციის წლისთავს აღნიშნავდნენ, თავდასხმა განახორციელეს რეგიონში მცხოვრებ პალესტინელებზე.
ათასობით ებრაელი, რომლებმაც ძველი იერუსალიმის არაბულ დაბა-დასახლებაში ლოზუნგებით გამართეს მსვლელობა, დაიცვა ისრაელის უშიშროების ძალებმა.
პოლიციამ მკაცრი ჩარევა მოახდინა ერთ ჯგუფ პალესტინელზე, რომელმაც უარყოფითი რეაქცია გამოთქვეს პროვოკაციულ მსვლელობაზე. მეთვალყურეობაში აიყვანა ექვსი პალესტინელი.
ისრაელის პოლიციის მკაცრ წინააღმდეგობას წააწყდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც მოინდომეს მიმდინარე მოვლენების გადაღება.
ისრაელს, 1967 წელში, ექვს დღიანი ბრძოლების დროს, ოკუპირებული ჰქონდა მთლიანი იერუსალიმი.
ისრაელმმა, 1981 წელს იერუსალიმის თავის ტერიტორიებში გაერთიანების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემდეგ კი, სამი რელიგიისთვის წმინდად გაზიარებული ეს ქალაქი დედაქალაქად გამოაცხადა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი უარყოფითი რეაგირება გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები