სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება

დაიღუპა 26 ჯარისკაცი

267657
სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება


სირიიდან მიღებული ცნობებით ბოლო შეტაკების დროს 19 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა მათ შესძლეს ისლამური სახელმწიფოს 15 ბოევიკის ლიკვიდირება.

თუმცა, ისლამურმა სახელმწიფომ ამ ბრძოლის დროს 1 სამხედრო პოსტ-ბლოკი აიყვანა კონტროლზე. მოკლედ, ისლამური სახელმწიფო ამჟამად ქალაქ დეირ უზ ზურის დიდ ნაწილს აკონტროლებს და თუ მას აიღებს, მაშინ, ქალაქ რაკკას შემდეგ მეორე დიდ ქალაქსაც აიყვანს კონტროლზე.

გარდა ამისა, ბოევიკებმა ქალაქ ალეპოში ალყა შემოარტყეს ერთ სამხედრო ნაწილს და 7 ჯარისკაცი მოკლეს.

ამასობაში კოალიციის თვითმფრინავებმა სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს კუთვნილი 18 ობიექტი დაბომბეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები