სირიის დაპირისპირებული მხარეები შეხვედრებს იწყებენ

მოლაპარაკებები 4 მაისს ჟენევაში დაიწყება

259178
სირიის დაპირისპირებული მხარეები შეხვედრებს იწყებენ


გაეროს სირიაში სპეციალური წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას განცხადებით სირიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 4 მაისს ჟენევის გაეროს ოფისში დაიწყება და ერთ თვეზე მეტხანს გასტანს.

მისივე განცხადებით ამჯერად მრავალი მხარე მიიწვიეს მოლაპარაკებებში, მათ შორის რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც კი.

“მოლაპარაკებების მიმდინარეობის და მხარეების აზრებს, შეხედულებებს და თხოვნებს ერთ ანგარიშში მოვუყრით თავს და მას გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს წარვუდგენთ“ განაცხადა მისტურამ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები