ბაქოში ისლამური სოლიდარობის თამაშები ჩატარდება

აზერბაიჯანი მასპინძლობას გაუწევს ისლამური სოლიდარობის მეოთხე თამაშებს.

231665
ბაქოში ისლამური სოლიდარობის თამაშები ჩატარდება

აზერბაიჯანი მასპინძლობას გაუწევს ისლამური სოლიდარობის მეოთხე თამაშებს.
საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი აზად რეჰიმოვი, ისლამური სოლიდარობისა და სპორტის ფედერაციის თავჯდომარე უფლისწული აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საიდი, აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიადის კომიტეტის თავჯდომარე ჩინგიზ ჰუსეინზადე და სხვადასხვა ფედერაციების აზერბაიჯანში მყოფი წარმომადგენლები.

2017 წლის მაისში გასამართ თამაშებში შეჯიბრებები ჩატარდება სპორტის 20 ისეთ სახეობაში, როგორიცაა ძალოსნობა, ჭიდაობა, ძიუდო, კარატე, ფრენბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა,ხელბურთი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები