სირიაში ISIS-თან მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს

სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთში შიიტურ რეგიონში მომხდარ თვითმკვლელურ ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა

236313
სირიაში ISIS-თან მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს

სირიაში ISIS-თან მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს.

სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთში შიიტურ რეგიონში მომხდარ თვითმკვლელურ ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.

თელ ტამირის დაბაში კი ISIS-სა და ზოგიერთ ქურთულ დაჯგუფებას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ტერორგანიზაციამ 5 ქურთული სოფელი დაიკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა 90 ადამიანი ამ სოფლებიდან გაიტაცეს.

შეტაკებების შედეგად ქურთულმა დაჯგუფებებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს, ასობით ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა.

ერაყში დაბა თუზჰურმატუში ორ სხვადასხვა თავდასხმას კი 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები