საბერძნეთის და ევროკავშირის ურთიერთ დაპირისპირებული შეხვედრა

ტროიკა დამპალ საფუძველს ემყარება, ვალის უკან დაბრუნების პირობებს არ განიხილავენ მასთან

204242
საბერძნეთის და ევროკავშირის ურთიერთ დაპირისპირებული შეხვედრა

საბერძნეთის ახალ მთავრობასა და ევროკავშირს შორის შეხვედრები მკაცრი ურთიერთ დაპირისპირებით დაიწყო.
გამოითქმება ვარაუდი, რომ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის ორშაბათისთვის პარიზში დაგეგმილი ვიზიტი დღეისთვის იქნა წამოწეული.
ამის მიზეზი გახდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის თავმჯდომარე ჟეროენ დჟსსელბლოემთან გუშინ ათენში შეხვედრა.
მხარეებს შორის საკამათო ურთიერთ შეპირისპირების შემდეგ, ბერძენმა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობით ჩამოყალიბებული ტროიკა დამპალ საფუძველს ემყარება და 240 მილიარდი ევროს ვალის უკან დაბრუნების პირობებს არ განიხილავენ ტროიკასთან. არ სურთ მათთან მუშაობა. მის მაგივრად არჩევენ შეხვედრას ევროზონის ფინანსთა მინისტრებთან.
ჟეროენ დჟსსელბლოემმა კი განაცხადა, რომ ბერძნები, ევროპელ პარტნიორებთან კონტაქტების გარეშე, ცალმხრივად ვერ იმოქმედებენ.
საბერძნეთის მიმართ ზედი-ზედ გაფრთხილებას გამოთქვამს ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია.
გერმანიის სახელმწიფო კანცლერის ანგელა მერქელის განცხადებით, საბერძნეთის ვალის შემცირებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ბანკებმა და სხვა კრედიტორებმა ადრე საკმაო სახით მოახდინეს საბერძნეთის ვალების შემცირება, თუმცა, ასევე სურთ საბერძნეთის ევრო ზონაში დარჩენა.
საბერძნეთის ტროიკასთან ხელშეკრულებას ვადა იწურება 28 თებერვალს.
თუ ამ დრომდე საბერძნეთი შეასრულებს კრედიტის პირობებს, უკვე მზად არის მისთვის 1,8 მილიარდი ევროს პაკეტი.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 2010 წელში ტროიკასთან დიდი შევაჭრების შემდეგ შესძლო 240 მილიარდი ევროს დახმარების კრედიტის აღება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები