სირიაში ISIS რაზმებს 100-მდე საფრანგეთის მოქალაქე შეუერთდა

ბოევიკებმა მოსულში 57 კაცი დახვრიტეს

196156
სირიაში ISIS რაზმებს 100-მდე საფრანგეთის მოქალაქე შეუერთდა



ერაყსა და სირიაში ერთის მხრივ გრძელდება ოპერაციები ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ თვით ბოევიკები აგრძელებენ თავდასხმებს ერაყულ და სირიულ ფორმირებებზე.

ასე მაგალითად, ბაღდადიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით ქალაქ მოსულში ISIS ბოევიკებმა 57 ტომის წევრი დახვრიტეს, რომელთა შორის რელიგიური და სამხედრო პირებიც იყვნენ.

ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის სამხედრო ფორმირების “ფეშმერგები“-ს განცხადებით მათ მორიგი შეტევის დროს 200 ბოევიკი მოკლეს, თუმცა ამას სხვა წყაროები არ ადასტურებენ.

სირიაში კი ISIS რაზმებს 100-მდე საფრანგეთის მოქალაქე შეუერთდა, რომელთა შორის 10-მდე სამხედროც არის.

ამ დროს ბოევიკების მხრიდან სირიაში მძევლად აყვანილი 2 იაპონელი მოქალაქისათვის მიცემული ვადა ამოიწურა, თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია მათი ბედი. ისლამურმა სახელმწიფომ ამ ორი იაპონელი მძევლის განთავისუფლებისათვის იაპონიის მთავრობას 200 მილიონი დოლარის გამოსასყიდი მოსთხოვა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები