ISIS-მა ირანელი გენერალი მოკლა

ISIS-მა ირანელი გენერალი მოკლა

163507
ISIS-მა ირანელი გენერალი მოკლა

ირანის რევოლუციის დამცველთა გვარდის ინფორმაციით, ერაყის არმიის კონსულტანტი, ირანელი ბრიგადის გენერალი, ჰამიდ ტაკავი, ბაღდათის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამარრაში იქნა მოკლული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანელი გენერალი ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი ერაყის არმიისა და შეიარაღებული ჯგუფებისათვის კონსულტაციების გაწევის დროს იქნა მოკლული.

ერაყში მოკლული ტაკავი მანამდე, ერაყ-ირანის ომის დროს, რევოლუციის მცველთა გვარდიის, რამაზანის შტაბის ერთ-ერთი სარდალი იყო.

ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონია დღეს დედაქალაქ თეირანში გაიმართება.  


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები