საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხ

ყარსში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა ჩატარდა.

143912
საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხ

ყარსში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა ჩატარდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ და მისმა ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ელმარ მემედიაროვმა, სამიტის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „მხარს ვუჭერთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. იმედი გვაქვს, რომ სომხეთიც პატივს სცემს მეზობლის საზღვრებს და ჩვენს რიგებში ჩადგება. ამგვარად ნაკლული რგოლი შეიკვრება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა კი განაცხადა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მრავალ სფეროში პარტნიორობის გაფართოება. მისივე თქმით, დღეს ყარსში დეკლარაციის ხელმოწერით ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში თავიანთი მოსაზრებების გამოხატვა სურთ და გამოავლინეს თავიანთი სტრატეგიული პარტნიორობა.

ბერუჩაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტისა და ენერგო საკითხების პროექტების, სამხრეთ ყარსის დერეფნის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის დროულად დასრულებისათვის წარმოებული სამუშაოების მხარდაჭერას გააგრძელებენ.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები