საბერძნეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 დეკემბერს გაიმართება

ამის თაობაზე დადგენილება მთავრობამ მიიღო

142500
საბერძნეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 დეკემბერს გაიმართება


როგორც განაცხადა საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა სოფია ვულტეპსიმ, ქვეყნის მთავრობამ პრეზიდენტ კარლოს პაპულიასთან კონსულტაციის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების 17 დეკემბრისათვის დანიშვნის დადგენილება მიიღო და ამ წინადადებით მათ უკვე მიმართეს ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეს ევანგელოს მეიმარაქისს, რათა მოამზადონ შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლები.

საბერძნეთის კონსტიტუციით ქვეყნის პარლამენტი 5 დღიანი ინტერვალით 3 ტურის კენჭისყრას აწყობს და თუ ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშინ, პარლამენტი დაითხოვება და ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

300 სავარძლიან პარლამენტში პირველ ტურში გამარჯვებისათვის საჭიროა 200 დეპუტატის ხმა, ხოლო მეორე და მესამე ტურში 180 ხმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები