სირიელი და ერაყელ დევნილთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

სირიასა და ერაყში მიმდინარე ომს გამოქცეულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

188240
სირიელი და ერაყელ დევნილთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

სირიასა და ერაყში მიმდინარე ომს გამოქცეულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.

გაერთიანებული ერების ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბიუროს დირექტორმა ამინ ავადმა განაცხადა, რომ თანდათან იზრდება იმ სირიელთა და ერაყელთა რაოდენობა, რომლებმაც საცხოვრებელები იძულებით დატოვეს, ხოლო მსოფლიო კი გულგრილია დევნილთა მდგომარეობის მიმართა. ავადის თქმით, ერთ წელიწადში ერაყიდან გამოქცეულ ადამიანთა რიცხვმა 1,9 მილიონი შეადგინა. 

ავადმა ასევე დასძინა, რომ ლტოლვილ სირიელთა დიდი ნაწილი ლიბანში, იორდანიაში, ერაყსა და თურქეთში განთავსებულ ბანაკებში არიან თავშეფარებულნი და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა დევნილებს საზღვრები გაუხსნან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები