ჰამასი სახალხო ლაშქარს შექმნის

ისინი ისრაელს შეებრძოლებიან

185399
ჰამასი სახალხო ლაშქარს შექმნის



ისრაელი ჯარისკაცების მხრიდან მესჯიდი აქსაში განხორციელებული ძალადობის საპასუხოდ ჰამასმა განაცხადა, რომ მომავალში ისრაელის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით სახალხო ლაშქარს შექმნიან.

ჰამასის სამხედრო ფრთის იზზედდინ ელ კასსამის მეთაურთა განცხადებით სახალხო ლაშქარი პირველ ეტაპზე 2500 კაციანი იქნება და მასში მხოლოდ 20 წლის და უფრო მეტი ასაკის ახალგაზრდებს აიყვანენ.

იერუსალიმში ახლიდან დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ერთმა პალესტინელმა ავტომანქანით გადაუარა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ მგზავრებს და 1 ებრაელი პოლიციელი მოკლა, 9 კაცი კი დაჭრა და ამათგანაც 1 კაცი დაიღუპა.

იმ დღის შემდეგ ტელ ავივი მესჯიდი აქსაში მხოლოდ წლოვან მამაკაცებს და ქალებს უშვებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები