საქართველოშია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინი

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი საქართველოშია

154094
საქართველოშია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინი

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი საქართველოშია.

ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში ჩასული ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი თურქული კომპანიის მიერ აგებული ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ცერემონიაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სიტყვით გამოსულმა თურქმა მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის კოორდინაციით ასეთი წარმატების მიღწევა. მისივე თქმით, რეგიონის ქვეყნებს ძალთა გაერთიანებით უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება შეუძლიათ.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი ჰიდროელექტროსადგურის გახსნამდე საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანიებს შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები