ჰამასმა, რეგიონის მართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია ელ

ღაზის კონტროლი გადავა ეროვნული კონსესუსის მთავრობის ხელში

141365
ჰამასმა, რეგიონის მართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია ელ

ჰამასმა, რომელიც ღაზის მმართველ ძალად ითვლება, რეგიონის მართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია ელ ფათიჰთან.
შეთანხმებით, ღაზის კონტროლი გადავა ჰამასის და ფათიჰის მიერ შექმნილ ეროვნული კონსესუსის მთავრობის ხელში.
ელ ფათიჰის და ჰამასის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში.
შეთანხმების ტექსტის მიხედვით უნდა მოიხსნას ღაზაზე ისრაელის ბლოკადა, მოხდეს რეგიონის ხელახალი მშენებლობა და მოგვარებულ იქნეს მოსამსახურეთა ხელფასები.
ფათიჰის ორგანიზაციის თავჯდომარის განცხადებით შეთანხმდნენ მოახდინონ პროგრამის მომზადება, რომელიც დაეხმარება რეგიონის მოწესრიგებაში ეროვნული კონსესუსის მთავრობას.
ღაზელი პალესტინელები კმაყოფილები არიან მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ისრაელთან მომავალი თვისთვის გათვალისწინებული საერთაშორისო სხდომის წინ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები