ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 149-მდე გაიზარდა

ოპერაციების დროს დაშავებული კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა

113825
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 149-მდე გაიზარდა


ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 149-მდე გაიზარდა. დაღუპულებიდან 579 კი ბავშვია.

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული ოპერაციების დროს დაშავებული კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა. ღაზაში მდებარე ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ეშრეფ ელ კუდრამ საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსის კორესპონდეტთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერაციების დროს მძიმედ დაჭრილი ერთ-ერთი პალესტინელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისათვის, ისრაელის 51 დღიანი ოპერაციები ეგვიპტის შუამავლობით ქაიროში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებით შეწყდა და 26 აგვისტოს მიიღეს უვადო მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები