სამშვიდობო ოპერაციის მე-40-ე წლისთავი ჩკთს-ში აღნიშნეს

66225
სამშვიდობო ოპერაციის მე-40-ე წლისთავი ჩკთს-ში აღნიშნეს


კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის მე-40-ე წლისთავი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში გუშინ დიდი ზეიმით აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ჯემილ ჩიჩექმა.

მეჯლისის თავმჯდომარემ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი ყველაზე დიდი სურვილი საბოლოო მშვიდობის დამყარება გახლავთ. მისი თქმით, კვიპროსის კუნძულზე ორი ერი ცხოვრობს და ორი სახელმწიფო მდებარეობს და მათ შორის კონფლიქტის მოგვარება და საბოლოო მშვიდობის დამყარებისათვის წარმოებული მოლაპარაკებების დადებითი შედეგით დასრულება მათი ყველაზე დიდი სურვილია.

ჩიჩექის განცხადებით, ამ საკითხზე წარმოებული მცდელობებს ისევე როგორც დღემდე, მომავალშიც მხარს დაუჭერენ.

პრემიერმინისტრმა რ. თ. ერდოღანმა მისალოცი წერილი გაუგზავნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტ დერვიშ ეროღლუს. მასში აღნიშნულია, რომ „მათი სურვილია პროცესის უმოკლეს დროში შედეგით დასრულება, რეფერენდუმების გამართვა და პრობლემის სამართლიანი და საბოლოო მოგვარება“.

პრემიერმა ერდოღანმა წერილში აღნიშნა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოს ყველა სფეროში კიდევ უფრო წინსვლისა და გაძლიერებისათვის მხარდაჭერას გააგრძელებს“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები