ისრელმა ღაზის სამხედრო ტრიბუნალი მიწასთან გაასწორა

დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ღაზაში 121 კაცს მიაღწია

126603
ისრელმა ღაზის სამხედრო ტრიბუნალი მიწასთან გაასწორა



მსოფლიო საზოგადოებრიობის პროტესტის მიუხედავად ისრაელი აგრძელებს ღაზის დაბომბვას და ორშაბათს აქეთ დაწყებულ თავდასხმებს უკვე 121 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და ქალებიც.

ზოგიერთები ახალ ინტიფადს უწოდებენ ამ თავდასხმებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლეთ იორდანიის სანაპიროებზე აღმოჩენილ იქნა დაღუპული 3 ებრაელი ახალგაზრდის გვამი.

ახლახან მიღებული ცნობით ისრაელის ბომბდამშენებმა რამდენიმე რაკეტა ესროლეს ღაზის დასავლეთში მდებარე სამსართულიან ბინას, რომელიც ეკუთვნის სამხედრო ტრიბუნალს და იგი მიწასთან გაასწორეს. ამავე ცნობით ამ თავდასხმას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები