შავი ზღვის დასავლეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

117954
შავი ზღვის დასავლეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო


შავი ზღვის დასავლეთში ბულგარეთის მასპინძლობით სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობას თურქეთის გარდა იღებენ აშშ, იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი და ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჯგუფი 2.

წვრთნების მიზანია მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და დიდი საფრთხის შემცველ გარემოში მოქმედების უნარის გაზრდა.
თურქეთიდან წვრთნებში მონაწილეობას იღებს ერთი წყალქვეშა გემი, მოიერიშე ნავი, საზღვაო პოლიციის გემი, CN-235 ტიპის საზღვაო პოლიციის თვითმფრინავი, ნაღმსაწინააღმდეგო გემი და ოთხი შტაბის ოფიცერი.

სამხედრო წვრთნები 13 ივლისს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები