ერაყი ტერაქტების სამშობლო გახდა

გუშინ კვლავ ათობით კაცი დაიღუპა

86643
ერაყი ტერაქტების სამშობლო გახდა



ძალმომრეობას ბოლო არ უჩანს ერაყში, რასაც ყოველდღიურად ათობით უდანაშაულო ადამიანი ეწირება. ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე ელ-იერმუქის დასახლებაში ნაღმის ჭურვი ესროლეს ერთ მშენებარე ობიექტს, რასაც 10 კაცი ემსხვერპლა და მათგან ხუთნი ძმები იყვნენ. დედაქალაქ ბაღდადში, შიიტების კომპაქტურად დასახლებულ უბანში ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა და მთლიანობაში 60 კაცი დაიღუპა, ათობით დაიჭრა. ამ აფეთქებებზე არავის აუღია პასუხისმგებლობა. ქალაქ რამადიში მოქმედ უნივერსიტეტის კამპუსს თავს დაესხნენ “IŞİD“-ის სახელწოდების რადიკალური ისლამური შეიარაღებული ფორმირების მილიტანები და 1300 კაცი მძევლად აიყვანეს რა, მოლაპარაკებების შემდეგ ყველა მათგანი გაანთავისუფლეს, თუმცა მილიტანებს არ დაუტოვებიათ უნივერსიტეტის კამპუსი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები