აქტუალური თემის ანალიზი 15-2024

გლობალური ‘სიცოცხლის წყალი’ ეგვიპტეს

2127078
აქტუალური თემის ანალიზი 15-2024

გლობალური ‘სიცოცხლის წყალი’ ეგვიპტეს

აქტუალური თემის ანალიზი 15-2024

გლობალური ‘სიცოცხლის წყალი’ ეგვიპტეს

შეიძლება ითქვას, რომ გლობალურმა სისტემამ სიცოცხლე მისცა ეგვიპტეს, რომელიც განიცდიდა დიდ ეკონომიკურ კრიზისს და გადახდის ბალანსის პრობლემებს. ჯერ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 35 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება, შემდეგ ახალი სასესხო ხელშეკრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) და ბოლოს მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა თანმიმდევრულად გამოაცხადეს ეგვიპტის მხარდაჭერის პროგრამები.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს…

ეგვიპტის ეკონომიკა დიდი ხანია მძიმე კრიზისშია. ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აბდელ ფატა ალ-სისი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მმართველობის მიერ კონტროლირებად ეკონომიკაში რესურსები ძალიან ცუდად გამოიყენებოდა, თავდაცვის პროდუქციის მაღალი იმპორტის გამო ქვეყნის ვალები თანდათან გაიზარდა. ქვეყანას დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა, რის გამოც 160 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი წარმოიშვა. ცენტრალური ბანკი უცხოეთიდან შემოსული სვოპებით ირჩენდა თავს, მაგრამ საგარეო ვალის დაფინანსება დიდი სირთულე იყო და არსებულ ვითარებაში ვალების გადახვევა ძალიან რთული ჩანდა. ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციამ და მისმა რეგიონულმა შედეგებმა ასევე გაართულა ეგვიპტის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა. მაშინ, როცა ქვეყანაში მაკროეკონომიკური დინამიკა გაკოტრების ზღვარზეა, მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება ეგვიპტელისთვის. მსყიდველობითუნარიანობა მცირდება და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი დიდ პრობლემად იქცა. ეგვიპტის 100 მილიონზე მეტი მოსახლეობა ყოველწლიურად მილიონზე მეტით იზრდება და სოციალური რისხვა გროვდება.

ასეთ კონიუნქტურაში, როცა ეგვიპტის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზე იყო, საბოლოოდ დაიწყო გლობალური პროცესი და ეკონომიკის მხარდაჭერა უცხოეთიდან წამოვიდა. ჯერ არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩაერია და გადაწყვიტა 35 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ მარსა-მატრუჰიში, რითაც უზრუნველყოფდა უცხოური ვალუტის შემოდინებას ეგვიპტეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ეგვიპტური მიწები იყიდება, აშკარაა, რომ ალ-სისის ადმინისტრაცია კმაყოფილია შეთანხმებით და შვებას აძლევს ეგვიპტეს სავალუტო მოთხოვნილებებისა და ვალების დასაკმაყოფილებლად. შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო ზომები და გადაწყვიტა ეგვიპტისთვის სესხის მიცემა. ასევე მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა გამოაცხადეს მილიარდობით დოლარის ღირებულების პაკეტები.

შედეგად, ეგვიპტემ მოიპოვა მილიარდობით დოლარი, რომელიც მას სასწრაფოდ სჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალი დევალვაციით. ეგვიპტელი ხალხი შედის იმ პერიოდში, როდესაც ისინი გაღარიბდებიან და მათი ცხოვრების პირობები კიდევ უფრო გართულდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  ქვეყანაში საჭირო სტრუქტურული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. სანამ არმიის დომინირება  გრძელდება ეკონომიკაში, რესურსები ინვესტიციებზე კი არა, არამედ, არაეფექტურ სამხედრო პროექტებზე გადადის. გაწეული დახმარება ეგვიპტეს საშუალებას მისცემს გადარჩეს გარკვეული ხნით, მაგრამ თუ შესაბამისი რეფორმები არ განხორციელდება, ეგვიპტის ეკონომიკისთვის ადვილი არ არის მდგრად გზაზე დაბრუნება. მსოფლიომ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეგვიპტე ძალიან დიდი ქვეყანაა იმისთვის, რომ წარუმატებლობა არ მოხდეს და იცის, რომ შესაძლო ეკონომიკური გაკოტრება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის როგორც რეგიონს, ასევე მსოფლიოს, რაც ნიშნავს ემიგრანტების ახალ ტალღას, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები