გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 15-2024

გაზიანთეფის ბაქლავა

2126190
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 15-2024

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 15-2024        

ილქერ თაშქინ

გაზიანთეფის ბაქლავა

რეგისტრაციის თარიღი: 28.03.2005

როცა საქმე თურქეთის ყველაზე ცნობილ დესერტს ეხება, პირველი რაც გვახსენდება, გაზიანთეფის ბაქლავაა. 2005 წელს გაზიანთეფის სამრეწველო პალატის განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული ბაქლავა, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. გაზიანთეფის ბაქლავის დამზადება გამოცდილი ხელების ნამუშევარია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობენ ოსტატ-შეგირდის ურთიერთობას. ბაქლავის წარმოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ცომის ძალიან თხლად გაბრტყელება, მაქსიმალური სისქე 3-4 სანტიმეტრამდე. ამისთვის საჭიროა დაახლოებით 35-40 თხელი ცომის ფურცელი. ბაქლავის შიგთავსს ამზადებენ „ფისტათი“, რომელიც ასევე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაშია შეტანილი. მის მომზადებაში ასევე გამოიყენება კარაქი და ნაღები. ბაქლავის ოსტატები ჯერ კარაქით ცხიმწასმულ 15-20 თხელ ფილოს ფურცელს აწყობენ მრგვალ ან კუთხიან ალუმინის ლანგარზე, ზეთით წასმული ფსკერით. შემდეგ ზემოდან ამატებენ შედედებული კრემის ნაჭრებს და შედედებულ კრემს ზემოდან აყრიან ფისტას. შემდეგ, ამ ნარევს აფარებენ 15-20 ცალ თხელ ფილოს, ბაქლავას სურვილისამებრ ჭრიან ბასრი დანით და ზემოდან ასხამენ გამდნარ კარაქს. ამის შემდეგ ღუმელში ნახევარი საათის ცხობის შემდეგ ბაქლავას ასხამენ ცხელ შერბეთს და ცოტა ხანს ასვენებენ. დღესდღეობით, ანთეფის ბაქლავა, რომელიც მზადდება ნიგვზითა და ნაღებით, ისევე როგორც ფისტით, შეუცვლელი დესერტია, როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როგორიცაა წვეულებები, ქორწილები და დღესასწაულები.



მსგავსი ინფორმაციები