გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 12-2024

ტრაპიზონის ფილიგრანი და წნული

2117937
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 12-2024

ტრაპიზონის ფილიგრანი და წნული

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 12-2024        

ილქერ თაშქინ

ტრაპიზონის ფილიგრანი და წნული

რეგისტრაციის თარიღი: 22.09.2006

თურქეთის შავი ზღვისპირეთის ისტორიული ქალაქი ტრაპიზონი, ცნობილია ძალიან განსაკუთრებული ხელნაკეთი ხელოვნებით, რომელიც თარიღდება 7-8 საუკუნეებით და დაიწყო გუმუშჰანეს მაღაროებში მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის გადამუშავებისა და გაყიდვის მიზნით. „ტრაპიზონის ფილიგრანი და წნული“, რომელიც ოდესღაც ქალაქში მცხოვრებთა ქორწინების შეუცვლელი ნაწილი იყო და შედგება ოქროს ან ვერცხლის სამაჯურებისგან, ყელსაბამებისგან, საყურეებისა და ბეჭდებისგან, 2006 წელს, ტრაპიზონის იუველირთა და მესაჭეების პალატის განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ტრაპიზონის ფილიგრანი და წნული მიიღება 22 კარატიანი ოქროს ან 900 კარატიანი ვერცხლის დამუშავებით. 32 მიკრონი სისქის მავთულად ქცეული ოქრო, ოქრომჭედელის ხელით 80-100 გრამიან რგოლებად იქცევა. უპირველეს ყოვლისა, ოქროს მავთულები იჭრება იმ სიგრძეზე, რომელიც იუველირს ადვილად შეუძლია გამოიყენოს. ქაღალდის ან ასანთის ღეროზე 1-3 მილიმეტრის ზომის სამკუთხა რგოლები ყალიბდება და ამ რგოლებზე წნულებს ქსოვენ. სხვათა შორის, რაც უფრო კარგი და ძლიერი იქნება მავთულის ბადის შეკუმშვის და დაჭიმვის პროცესი, მით უკეთესი იქნება ქსოვის ხარისხი. ტრაპიზონის ფილიგრანი და წნული, რომელიც დამზადებულია მთლიანად ხელით, შედგება რეგიონისთვის დამახასიათებელი ნიმუშებისა და ფორმებისგან. ტრაპიზონის ფილიგრანის და წნულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ წყალი ქვედა ნაწილში არ ჟონავს, როდესაც წყლის წვეთებს ათავსებენ ქსოვილზე. ამ ტიპის სამკაულმა, რომელიც დიდ ოსტატობას მოითხოვს, საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა, რეგიონში ჩამოსული ტურისტების წყალობით.



მსგავსი ინფორმაციები